LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: მარგველაშვილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და მე გავხდები მეოთხე პრეზიდენტი – ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს

208
ნიკა მელია - IPN-ს ფოტო

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიშნება, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს.

ბრიფინგზე მელიამ იუმორით აღნიშნა, რომ “შესაძლოა ასეთი კომბინაცია გათამაშდეს – გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თავად კი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი”.

“გიორგი მარგველაშვილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი.

ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს. ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას.

ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან”, – თქვა მელიამ.

გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება? – რას აცხადებენ პარტიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g