LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: მკაფიოდ გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე

150
8FC03551-052B-4A6D-BA9E-A0DACC96B951

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია გასცდა ერთი ადამიანის, ოჯახისა და თანამოაზრეების პრობლემას.

როგორც მელიამ აღნიშნა, იგი, დღეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება.

მელიას თქმით, უნდა გავიაზროთ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო.

„ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა:

რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე. დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე.“ – თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ორგანიზებით დღეს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში, შეკვეთილში აქციები 18:00 საათზე გაიმართება.

ვიდეო: ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები