LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ვერც ერთი „რობოკოპი”, სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს, უკან დახევა არ იქნება

98
Untitled design - 2021-11-15T161723.724

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება იშლება და აქციაზე ძალის დემონსტრირებაც ამას მოწმობს.

მისი თქმით, ვერც ერთი „რობოკოპი”, სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს.

არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების: ზაალ უდუმაშვილი

„არ ვეგებით თქვენს პროვოკაციებს ხომ ხედავთ? თქვენ უნდა დააბრუნოთ მიტაცებული ხელისუფლება, ვინაიდან ისეთი ხაზი გადაკვეთეთ, რომლის გადაკვეთის არც მორალური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური უფლება არ გქონდათ.

თქვენ რეალურად რუსეთის ორბიტისკენ კი არ წაიყვანეთ ქვეყნის საგარეო განვითარების კურსი, არამედ უკვე იქ ხართ და გინდათ ხალხიც, ჩვენც, მოსახლეობაც შევეგუოთ ამ მძიმე დანაშაულებრივ ნაბიჯებს, რომელსაც დგამთ. არ მოხდება ხალხო ეს.

ვერც ერთი “რობოკოპი”, სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს. ეს არის უმარტივესი გასაანალიზებელი. ნუთუ ამას ვერ ხვდებით. მთელი უბედურება ის არის, რომ ხვდებით, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხალხი არ ხართ. არც მართავთ, არც კობახიძის გავრცელებულია ის განცხადება. პუტინის რუსეთის, კრემლის წარმომადგენლები მართავენ მათ პოლიტიკურ, ოლიგარქიულ დღის წესრიგს.

ამიტომ, რუბიკონი გადალახულია, უკან დახევა არ იქნება. გინდოდათ, ძალადობრივ ჭაობში ჩაგეთრიათ მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აგყვებით, მაგრამ მეთოდურად ჩამოგშლით და თქვენც იცით, რომ იშლებით“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

ამავე თემაზე:

შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს – უწყება აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g