,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისურვებდა, რომ კიევში ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
ნიკა მელიას განცხადებით, რთული წარმოსადგენია, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმასთან ძალიან ახლოსაა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმას არ იღებს.
,,ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია იმყოფება კიევში, ისინი გამართავენ შეხვედრას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის.
ვფიქრობ, ოპოზიციის აქტიურობამ ამ მიმართულებით რეაბილიტაცია მოახდინა უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ. ალბათ ბევრს არც სჯეროდა, რომ შესაძლებელია რუსეთი ძალიან ახლოს ყოფილიყო უკრაინაზე თავდასხმისთვის და საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღო. როდესაც ასეთი მოცემულობა შეიქმნა აუცილებელი გახდა ქართული ოპოზიციის აქტიურობა და მიხარია, რომ უკრაინაში ჩვენს პარტიასთან ერთად არიან პარტია ,,დროა” და ,,ლელო”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ: იაგო ხვიჩია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ
მოკითხვა ქართულ პოლიციას, ნახეთ არავინ დაგვიჭირა – ელენე ხოშტარია უკრაინიდან ვიდეოს აქვეყნებს