LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას საქმე გირაოთი და თავდებობით არ დაიხურება – „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხვდება

88
მელია ვაშაძე

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები დღეს სამუშაო შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში შეიკრიბნენ.

„თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. დაზარალებულის თანხმობა არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

 

ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

აბა, წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.

 

 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ მელია თანხმდება ევროპარლამენტარების თავდებობას, მაგრამ ამნისტიის კანონი მაინც უნდა მივიღოთ, რადგან მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და თავდებობით.

„ქართულ ოცნებასთან“ ინფორმაციის გაცვლა გვექნება. რაც შეეხება ორი კანონპროექტის ინიცირებას, არ მინდა რომ ასე მოხდეს. მე პირადად მინდა, იყოს ერთი კანონპროექტი, რადგან შეთანხმების დოკუმენტმა ყველას დაგვაკისრა პასუხისმგებლობა შეთანხმების გზით ვიაროთ.

თუ ვინმეს დასჭირდება განმარტება, არის პროტოკოლები შეხვედრების, რომელშიც დეტალურად არის განმარტება, თუ რაზე შევთანხმდით.

ამ განმარტებით ბარათებზე კიდევ საელჩოებში მისვლა აღარ დაგვჭირდება და კაცურად, ადამიანურად, პატიოსნად მივუდგებით ამ საკითხის იმპლემენტაციას. რაც შეეხება დაზარალებულთა თანხმობას, თუ დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო, ეს იქნება ორმხრივი ნაწილი, ცალმხრივი ვერ იქნება. ერთ მხარეს სჭირდება თანხმობა და მეორეს არ სჭირდება, ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის ძირითადი თემა სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები