LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეომრები გადიოდნენ ღამღამობით და აგროვებდნენ პამპერსებს ახალშობილებისთვის“ – „აზოვსტალის“ დირექტორი ემოციურ მომენტებს იხსენებს

174
azovstal

მეომრები გადიოდნენ ღამ-ღამობით ქალაქში და აგროვებდნენპამპერსებს ახალშობილებისთვის, – ამის შესახებ „აზოვსტალის“ გენერალურმა დირექტორმა ენვერ ცქიტიშვილმა „ფორმულას“ გადაცემაში „კომენტარი“ განაცხადა.

მან ემოციური მომენტები და ქარხნების თავშესაფრად მზადების პროცესი გაიხსენა.

„როდესაც გავიგეთ და პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ომი უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენ გვქონდა 2014 წლის გამოცდილება და დავიწყეთ თავშესაფრების მომზადება. მთლიანად კომბინატში 36 თავშესაფარია, აქედან 34 მთლიანად ფუნქციონირებადი.

დავიწყეთ მზადება, მივიტანეთ წყალი, საკვები მარაგი, ჩვენ გვესმოდა რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აქ მოხდებოდა, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწორედ აქ განხორცილებულიყო მათი ოჯახის წევრების გამოყვანა. თავიდანვე გავეცით ბრძანება, რომ იმის მიუხედავად მუშაობს თუ არა ქარხანაში, კარი ყველასთვის გაგვეხსნა და ყველა შემოგვეშვა. ნებისმიერი ასაკის ადამიანი წაგვეყვანა თავშესაფარში, რომ ისინი გადაგვერჩინა. გავიყვანეთ ვინტილაცია, ჩავატარეთ სამუშაოები ელექტროგენერაციებთან დაკავშირებით. თავშესაფრებში და მიწისქვეშ შესაძლებელი ყოფილიყო ტელეფონების დატენვა და ელექტროენერგიის ჩართვა. ამისთვის ყველა შესაძლო შენობას ვიყენებდით, აზოვსტალის ქვემოთ არის გვირიბები, ძალიან დიდ სიღრმეზე, ისინი გამოიყენება როგორც ელექტოენერგიის და წყლის მიწოდებისთვის, სხვადასხვა საგნების შესანახადაც. პირველი დღეების განმავლობაში გავაჩერეთ კომბინატი, 24 თებერვალს, როცა ყველაფერი დაიწყო. 3 მარტს უკვე ტექნიკურად გავაჩერეთ ქარხანა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და მეომრების ახალშობილების მიმართ ამაღელვებელი დამოკიდებულებაც გაიხსენა.

„მეომრები გადიოდნენ  ღამ-ღამობით ქალაქში და აგროვებდნენ პამპერსებს ახალშობილებისთვის, დღისით ისინი იბრძოდნენ, ღამე მოჰქონდათ საჭირო პამპერსები და წამლები. ჩემი ქარხნების ხელმძღვანელები ისხდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებში და დაჭრილებს აგროვებდნენ. ის ადამიანები, ვისაც ეშინოდათ გარეთ გამოსვლა, მოჰყავდათ ჩვენს ტერიტორიებზე. მე მყავს მოქალაქეები, რომლებიც მარიუპოლში, ოჯახის წევრების გაყვანის შემდეგ დაბრუნდნენ და აგრძელებენ მოხალისეებად მუშაობას. ბოლო 10 დღე ვეღარ, მაგრამ მანამდე მარიუპოლიდან სრულიად უცნობი ადამიანები გადაჰყავდათ. ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, განუწყვეტელი თავდასხმების დროს“ – ჰყვება „აზოვსტალის“ დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები