LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ “გოცირიძის” ხიდზე დროებით მატარებლების სიჩქარე შეზღუდულია – საშიშია თუ არა ხიდი მგზავრებისთვის

1292
გოცირიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძე“-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ საგანგაშო მასალას “ფორტუნასთან” გამოეხმაურა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის საფრთხეს არ წარმადგენს. ისინი ასევე განმარტავენ, რომ მასალაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, სამხარაულის ეროვნული ბიუროდან ოფიციალური პასუხის მოსვლამდე, ამ მონაკვეთზე მატარებლები შეზღუდული სიჩქარით გადაადგილდებიან.

„ვიდეოში რაც ჩანს, ეს არის ერთერთი ბურჯი, რომელსაც 90-იან წლებში ჩაუტარდა გამაგრების სამუშაოები და ის არის სრულიად უსაფრთხო. მეორე ბურჯი, რომლის კვლევაც ჩვენ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს დავუკვეთეთ, არის სხვა და ვიდეოკადრებში სამწუხაროდ, არ ჩანს. რეალურად სხვა ბურჯის მდგრადობა შევამოწმებინეთ ბიუროს. გვაქვს პირველადი დასკვნა, რომ ეს ხიდი და ბურჯი არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ამ კვლევის პერიოდში, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და სანამ ოფიციალური პასუხი გვექნებოდა, დროებით მატარებლებს გადაადგილების სიჩქარე შევუზღუდეთ. დაახლოებით, ორ დღეში გვექნება ოფიციალური პასუხი და როგორც კი კომპანიაში ეს წერილი შემოვა, შეზღუდვები სიჩქარეზე მოიხსნება. 

ამის პარალელურად, ხიდის მიმდებარედ “ჯივიპი” იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური – სანიაღვრე სისტემის მოწყობას, იმისთვის, რომ ხიდის ბურჯები არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა,” – განაცხადეს “ფორტუნასთან” კომპანიაში.

ასეთი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური "გოცირიძე" - პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია [ფოტოები]

მეტროსადგური “გოცირიძეს” რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია. მეტროსადგურზე მოხდება როგორ მიმდებარე ტერიტორიის, ასევე სადგურის რემონტი. იგეგმება ბაქანზე არსებული ბეტონის დასაჯდომების დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს, როგორც ბაქანის ასევე, წერეთელთან დასაკავშირებელი ხიდის გადახურვა. როგორც სარენდერო ფაილებით ჩანს, მეტროსადგური “გოცირიძის” კედლები და ჭერი დეკორატიულად […]

მათ ასევე განმარტეს, რომ მასალაში ნახსენები ტენდერი სრულიად სხვა პროექტი იყო და მასში ხიდის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ ყოფილა.

„პრაიმტაიმმა“ მეტროსადგურ „გოცირიძე“-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ გაავრცელა მასალა, სადაც საუბარია დაზიანებებზე, ხიდის დეფორმაციასა და გადახრაზე.

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/581496999017343/

magti 5g