LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევენახეებმა უკვე 242 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

44
ფ

2 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს.

ამ ეტაპზე, კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში – 70 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი – 56 ათასი ტონა, თელავი – 36,7 ათასი ტონა, სიღნაღი – 20 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 16 ათასი ტონა, საგარეჯო- 12 ათასი ტონა, ახმეტა – 10 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 7,3 ათასი ტონა. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული “, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები