LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელ ქვეყნებს ევროპული ან ამერიკული მედიკამენტით ვაქცინაცია არ დაუწყია – თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ გადაიდო ვაქცინის შემოტანა ერთი კვირით

140
თენგიზ 22

არის პერსპექტივა, რომ საქართველომ ეტაპობრივად მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა „ფაიზერის“ 30 000 დოზა, რომელიც უნდა შემოსულიყო სავარაუდოდ ერთი კვირით დაიგვიანებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინა მარტის პირველ კვირაში შეიძლება, შემოვიდეს.

„არის კარგი სიახლეებიც, ჯერ ერთი „კოვაქსის“ პლატფორმით მარტში მეორე პარტიაც შემოვა, იქ არ არის დაზუსტებული არის 184 000 დან 260 000-მდე რაოდენობა, რომ შემოვიდეს„ასტრზენეკა“ და რაც ყველაზე კარგია, არის ის, რომ „კოვაქსის“ პლატფორის გარეთ პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და „ასტრაზენეკას“ შორის. დამატებით „კოვაქსის“ გარდა, 150 000 დოზა შემოვა. შეპირებული დოზებიდან რომელი რომელს მოასწრებს, ზუსტად რთული სათქმელია. სავარაუდოდ „ფაიზერის“ პარტია და ეს „ასტრაზენეკას“ 150 000 დოზა, რომელიც დამატებით ორმხრივი ხელშეკრულებით იქნა მოპოვებული, დაახლოებით ერთ დროს შემოვა. ჩემი ვარაუდით, იქნება სადღაც თებერვლის ბოლოს, მარტის პირველი კვირის მანძილზე.

"ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი"

მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეული ტენდენციური ჯგუფები და ექსპერტები, ასევე ანგაჟირებული ტელევიზიები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქის ყველა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აცრა და საქართველოა მხოლოდ გამონაკლისი. მინდა, ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, ეს ტყუილია. ვაქცინაცია რეალურად ჩვენი მეზობლებიდან დაიწყეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ჩინური ვაქცინის გაგონება ჩვენთან ორი-სამი კვირის წინ არავის უნდოდა და მაშინ მთავრობამ თავი შეიკავა ჩინური ვაქცინის შემოტანისგან. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტით მიდგომა, ერთი მხრივ, კატეგორიული უარი ჩინურ ვაქცინაზე და მეორე მხრივ, ნიშნის მოგებით ლაპარაკი, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო ვაქცინაცია. აზერბაიჯანმა დაიწყო იმ ვაქცინით, რომელიც ჩვენ დავიწუნეთ. სომხეთს არ დაუწყია ოფიციალურად, მან დაარეგისტრირა რუსული ვაქცინა, რომლის გაგონება მით უმეტეს არ უნდოდათ ჩვენებს, მისი ხსენებაც კი უდიდეს პროტესტს იწვევდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს არც ერთ მეზობელს ევროპული ან ამერიკული ვაქცინით ვაქცინაცია არ დაუწყია.

„ვითარება არ გაუარესებულა, დაახლოებით იგივეა, რაც იყო გამოცხადებული. დროში შესაძლოა, აცდენა მოხდეს ერთი კვირით და ვისაც ჰქონია შეხება სერიოზულ საქმესთან და სერიოზულ მოლაპარაკებებთან, მან იცის საერთოდ ასეთი წინმსწრები შეთანხმებები, როგორც წესი, დროში ცოტა იგვიანებს. უამრავ დადგენილებებს, გადაწყვეტილებებს, ნებართვებს ითხოვენ. კარგი არ არის, რომ ვაქცინაცია ჯერ ვერ დავიწყეთ, მაგრამ პროგნოზი კეთილსაიმედოა. როცა დაიწყება, დაიწყება ისე, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება. მე არ ვიცი, წლის ბოლომდე 60%-ის აცრა მოხერხდება თუ არა, მაგრამ ვაქცინის ძალიან სერიოზული რაოდენობა იქნება შემოტანილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყება – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g