LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელთან გადასულა, ქმარი მომდევს საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა – გარდაცვლილი ქალის ახლობლები

29611
34857428-2110852869127806-8594077422964441088-n

გუშინ, ზუგდიდში, სოფელ შამგონაში, ბოსელში ჩამომხრჩვალი ქალი იპოვეს. 32 წლის ეკა მიქავას ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ქალს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა, მისი ვარაუდით, ეკა მიქავა მოკლეს და მას თავი არ ჩამოუხჩვია.

“მეზობლის სახლში გადასულა, ქმარი მომდევსო საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა, ვვარაუდობ, რომ მოკლულია, რადგან დაბეჟილობები აღენიშნება სხეულზე და ნაცემია,”  – განაცხადა ნუკრი მიქავამ.

გარდაცვლილი ქალის მამა ვახო მიქავა კი ფიქრობს, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა და ის საკუთარმა ქმარმა მოკლა.

“მე არ ვიცი ოჯახში რა მოხდა, როგორც მითხრეს ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რისიც არ მჯერა, ჩემი შვილი თავს არ ჩამოიხრჩობდა,” – განაცხადა დაღუპულის მამამ.

ოჯახის ახლობლის თქმით, ქალი ნაწამებია. “ხელთან კბილითაა ამოჭმული, ზურგი დალურჯებული აქვს, თავი გახეთქილი,” – აცხადებს ახლობელი ქალბატონი.

ცნობისთვის, ეკა მიქავას ცხედარი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზაზა ბოხუამ აღმოაჩინა.

მანამდე ახალგაზრდა ქალი დახმარების თხოვნით ზაზა ბოხუას ოჯახში მივიდა, რამდენიმე საათში კი, ის გარდაცვლილი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილზე ქმარი ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

ეკა მიქავას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გარდაცვლილი ქალის ქმარი პოლიციამ ცოლზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით უკვე დააკავა.

შესაძლოა, დააკავონ დეპუტატი ზაზა ბოხუაც, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს – რა მოხდა სოფელ შამგონაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები