LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი გუდაურში ჩამოვარდნილ “მი 8” ტიპის ვერტმფრენზე: “ზოგი ამბობს, გაუმართავი იყო, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა, ზედმეტია საუბარი, რომ ტექნიკა არის გაუმართავი”

353
შამქორი

გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საზოგადოება შეძრა, მაგრამ რაც დრო გადის და პირველადი ემოციები გადავლილია, უფრო აქტიურად საუბრობენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე. ერთ-ერთ ვერსიად ქარის მიმართულება დასახელდა, მაგრამ ასევე საუბრობენ, ვერტმფრენის მოდელის შეუსაბამობასა და უშუალოდ სამაშველო ოპერაციაზე გაგზავნილი შვეულმფრენის გამართულობაზეც.

იყო თუ არა გამოწვეული უბედური შემთხვევა ვერტმფრენის გაუმართაობის ბრალი, ამ საკითხზე სასაზღვრო ავიაციის ყოფილი უფროსი შამილ ქორთოშიძე საუბრობს და ფაქტობრივად, გამორიცხავს, რომ კატასტროფა ვერტმფრენმა გამოიწვია.

“დიდი თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, თავი შეიკავონ ზედმეტი და უაზრო კომენტარებისგან. ზოგი ამბობს, რომ გაუმართავი შვეულმფრენი იყო, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა. ამ შვეულმფრენებს ყველას, რამდენიმე წლის წინ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ჩავთვალოთ რომ გაახლებულია. ამის შემდეგ მიდის ყველა აგრეგატზე ნამუშევარი საათების აღრიცხვა, შვეულმფრენი ყოველი გაფრენის წინ მოწმდება საიჟინდრო-ტექნიკური შემადგენლობისგან, მერე ბორტმექნიკოსი ამოწმებს მას, ვიზუალურად გაფრენის წინ მეთაური ამოწმებს, ჩამოსვლისას ეკიპაჟის წევრები ამოწმებენ. ზედმეტია ამაზე საუბარი, რომ ტექნიკა არის გაუმართავი”, – ამბობს ქორთოშიძე.

მი 8 ტიპის საფრენი აპარატი შეუსაბამოა თუ არა სამაშველო ოპერაციებისთვის – ამ კითხვას მფრინავი ასე პასუხობს:

“დღესდღეობით, ამ ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას, ტექნიკა არ შეედრება, შეუცვლელია მით უმეტეს მთიან რეგიონებში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g