LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგონი რამდენიმე დეპუტატს კლასის დამრიგებელში ვეშლები” – შალვა პაპუაშვილი

129
შალვა პაპუაშვილი

ეს არის კამპანია, ადგილი აქვს ადამიანის გამიჯვნას, სეგრეგაცია სხვა რამე კი არ არის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რას იტყვის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ „ხალხის ძალის” დეპუტატებმა მას პარლამენტში ადგილების შეცვლა სთხოვეს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი, ვინც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, ყოფილი სახალხო დამცველია.

„თუ ამ სიტუაციას სერიოზულად შევხედავთ, მგონი რამდენიმე დეპუტატს კლასის დამრიგებელში ვეშლები. ეს ხუმრობით. მგონია, რომ უფრო სერიოზულ მომენტთან გვაქვს საქმე. ეს არის კამპანია, ადგილი აქვს ადამიანის გამიჯვნას, სეგრეგაცია სხვა რამე კი არ არის. ხდებოდა, ხოლმე რომ ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს კაფეებში არ უშვებდნენ, ან მათთან ერთად არ სხდებოდნენ, ცალკე ავტობუსებით ატარებენ. ჩვენ ვნახეთ აქეთკენ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელიც ამ სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა”, – აცხადებს პაპუაშვილი „რუსთავი 2-ის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები