LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობისას ჯიბიდან 1 ლარის ამოღება დახჩობაა – ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა

157
ანა დოლიძე

დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს, ხმაური იყო. პარტიის ლიდერ ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა, რითაც შეკრებილები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.

„ნუ გვახჩობთ! ყულფის ღირსი ხართ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა”,- თქვა დოლიძემ.

ანა დოლიძე მითხოვს საკრებულოდან უფლებამოსილი პირი გამოვიდეს, რომელიც განმარტებას გააკეთებს, თუ რატომ არ უშვებენ.

ადგილზე, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

საკრებულოსთან ანა დოლიძესთან ერთად პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.

ფოტო: „ტვ პირველი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები