LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხარია, რომ ასეთი მეგობარი მყავს… ყველაფერი იქნება მაგრად – როგორ ულოცავს მელია ხოშტარიას დაბადების დღეს

406
მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ელენე ხოშტარიას დაბადების დღეს ულოცავს.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ უხარია, რომ ასეთი მეგობარი ჰყავს, როგორიც ელენე ხოშტარიაა.

„ჩვენო ელენე!

მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიხარია, რომ ასეთი მეგობარი მყავს – მტკიცე, შეუპოვარი, სამართლიანი და სიკეთით სავსე! ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია დარწმუნებული ვიყო, თუ ადამიანს უჭირს შენ იქვე გაჩნდები და ყველაფერს გააკეთებ დაეხმარო.

როცა ქვეყანას უჭირს, თავდაუზოგავად იბრძოლო – თან არასოდეს დაკარგო შინაგანი სიმართლე და სიკეთე!

ახლაც ამ ბრძოლაში ხარ! ასევე, ხარ მაგალითი ყველა კარგი ადამიანისთვის და დაუძლეველი დაბრკოლება ყველანაირი ბოროტებისთვის!

ყველაფერი იქნება მაგრად – ჩვენი შვილები ნატოს და ევროკავშირის წევრ საქართველოში გაიზრდებიან და იამაყებენ, შენი წვლილით ამ ყველაფერში!

მხნეობა და ჯანმრთელობა შენ ❤️“. – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g