LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

640
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება სასწორის მეტად მშვიდობიან, კომპრომისულ, სამართლიან ნიშანში, მთვარე კი აქტიურ და ოპტიმიზმით აღსავსე მშვილდოსანში, დღეს სწორედ ეს ტენდენციები იქნება აქტუალური. მაღალია მოტყუებისა და თვითმოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა უცხოელებთან საკონტაქტოდ, კაპიტალდაბანდებისათვის, ფილტვების, ხელებისა და მხრების სამკურნალოდ. მგზავრობისა და მოგზაურობისათვის. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცს. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ საყვედურების მიცემას, კრიტიკას და სარკასტულ გამონათქვამებს. დღე ნეგატიურია მშენებლობისთვის, სისხლის გადასხმისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერ. ფირუზი, სერდოლიკი, ლალი, აქვამარინი და ლაზურიტი. ეს მინერალები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულებისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ კუროებს კირჩხიბებს, ქალწულებსა და მორიელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები