LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

724
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

გუშინდელი მთვარის დაბნელების გავლენით დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ ღირს აჩქარება, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმის დაწყება.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ურთიერთობის მოწესრიგებისა და პრობლემების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, გიშერი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც ფინანსური წარმატების და დამატებითი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები