LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

635
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 15:12-დან 16:41 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც ავტომობილს მართავს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

სავსემთვარეობის ანუ მზისა და მთვარის დაპირისპირების დღეს, რომელიც პიკს 15:12 საათზე მიაღწევს, გაიზრდება ტრავმებისა და ავრიების საფრთხე, მოიმატებს კონფლიქტების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, ადამიანებში კი, გაძლიერდება აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი გამონათქვამები, რათა თავიდან აიცილოთ გარშემომყოფებთან დაპირისპირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა არ ღირს მოგზაურობა, ნოტარიალური დოკუმენტების გაფორმება და ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს, ენდოკრინულ სისტემას და მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ალერგიული პროდუქტი.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი და ბეჟი (დღის პირველ ნახევარში), წითელი, ყვითელი, შავი და მწვანე (დღის მეორე ნახევარში), ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, შედარებით დაძაბული დღე ელით თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები