LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

419
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, სამართლიანი და საოცრად დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, არ ღირს მწვავე თემების განხილვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის დიზაინის და ინტერიერის შესაცვლელად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და ვარგისიანობა, რადგან მაღალია საკვებით და სასმელით მოწამვლის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, ხორცისა და ზღვის პროდუქტის მიღებას. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები