LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

542
cagareli

მზის ერთი თვით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს, კომუნიკაბელურობასა და გონებამახვილობას, ლიდერულ თვისებებსა და ორგანიზატორულ ნიჭს, მეორეს მხრივ, უყაირათობას და სულსწრაფობას, სარკაზმსა და ეგოიზმს გამოავლენს ადამიანებში.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ დღეს შეძლებთ ძველი ნაცნობების ახლებურად დანახვას, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრების მხილებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე იასპი, ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები