LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

488
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების შერწყმა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, ნეგატიურად აისახება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გაძლიერდება აგრესია და დეპრესია, მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს და დაპირისპირებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საიუბილეო და სადღესასწაულო ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, გიშერი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები