LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბავშვები ეზოში, ქუჩაში თამაშისას, იმოქმედეთ გააზრებულად, მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს და გაუმართლებელ რისკს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის დასამყარებლად და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სულიერი, ინტელექტუალური განვითარებისა და ცოდნის შესაძენად, სასამართლო პროცესების გასამართად და იურიდიული დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. ნაკლებად წარმატებული იქნება სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლისბუშტზე, საზარდულსა და მენჯ-ბარძაყის სახსარზე ოპერაციების ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, იისფერი და ცისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი და იაგუნდი, ლაზურიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – ნუ ენდობით სიზმრებს, რომლებიც არასდროს ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, დაძაბული დღე ელის კუროს და მორიელს, თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები