LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

522
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:49-დან 14:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს ფორიაქი, სიჯიუტის გამოვლენა და ზედმეტი ლაპარაკი. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს, სარკაზმს და უხეშ გამონათქვამებს.

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ შეზღუდავთ პარტნიორს, რადგან დღეს განსაკუთრებით გამწვავდება პირადი სივრცის დაცვის სურვილი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციები.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკური დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, აკვამარინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g