მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ზოდიაქოს ყველა ნიშანს, რადგან ბევრს გაუჭირდება დასახული მიზნების შესრულება და კონფლიქტისგან თავის დაღწევა.

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო დღეა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, მებრძოლი სულის და შრომისუნარიანობის, კონტაქტურობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ პროფესიულ საქმიანობაში, რადგან ბევრად მეტ დაპირებას გასცემთ, ვიდრე შეძლებთ შესრულებას, რაც კოლეგებთან კონფლიქტის და უთანხმოების მიზეზი გახდება. არ ღირს კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება, ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება. მოერიდეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას და ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ადვილად გაღიზიანდებით, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. განწყობას გაგიფუჭებთ ვერ განხორციელებული პროექტები და გეგმების რადიკალურად შეცვლის აუცილებლობა. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ სერიოზულ ზარალს მიიღებთ. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფების, მათ შორის კოლეგების და მეგობრების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს მოტყუებას, არ ღირს ახალი ნაცნობების შეძენა და კონტაქტების გაფართოვება. იმოქმედეთ ფრთხილად და თავი შეიკავეთ საკუთარი გეგმების სხვისთვის გამხელისგან.

ტყუპები – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და წარმატების შანსიც სხვაზე მეტი გაქვთ, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობის, კომუნიკაბელურობის და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენს გეგმებსაც შეაფერხებს. გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, რისი მიზეზიც პირველ რიგში თქვენივე სულსწრაფობა და უყაირათობა გახდება. თავი შეიკავეთ ახალი და სარისკო პროექტების დაწყებისგან, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და დაასრულოთ ძველი საქმეები.

კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის განმავლობაში. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მომატებს კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა, გარშემომყოფთა კონტროლი კი, სერიოზულად შეგიზღუდავთ თავისუფლებას და ხელს შეგიშლით იდეების განხორციელებაში. იძულებული გახდებით ერთდროულად შეასრულოთ რამდენიმე საქმე, რაც ფიზიკურადაც და ემოციურადაც გამოგფიტავთ. აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები და ეტაპობრივად შეუდექით მათ განხორციელებას, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.

ლომი – დინამიური, თუმცა რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გონებამახვილობის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ ნეგატიური კოსმიური ენერგიები და საერთო დაძაბულობა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს გარშემომყოფებთან, მათ შორის სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაცია. სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი პროფესიულ სფეროშიც, რადგან გაგიჭირდებათ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიება და მიმდინარე მოვლენებზე გაკონტროლება. მოერიდეთ ცვლილებების განხორციელებას და საქმიან პარტნიორებთან საქმის გარჩევას, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაწევთ, რეპუტაციას კი, სერიოზულად გაიფუჭებთ.

ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. მოჭარბებული სიამაყე და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტში ჩაბმას, საკუთარი პოზიციის და ინტერესების დაცვას გაიძულებთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და გაამახვილეთ ყურადღება დაუსრულებელ პროექტებზე.

სასწორი – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მოგზაურობისას, რადგან არაა გამორიცხული დაკარგოთ ბაგაჟი ან მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. ნაკლებად სასიკეთო კვირაა ბიზნესის გასავითარებლად, რადგან გაგიჭირდებათ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა. იმოქმედეთ ფრთხილად, პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან.

მორიელი – საკმაოდ რთული, დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არტასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, უმიზეზი გაღიზიანება კი, კონფლიქტს შეგიქმნით გარშემომყოფებთან. დროულად დაფარეთ ვალები და მოაგვარეთ საკამათო საკითხები საგადასახადო სამსახურებთან, რათა არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები. მართალია, გექნებათ გავლენიანი კოლეგების და პარტნიორების დახმარების იმედი, მაგრამ მხოლოდ უარს მიიღებთ მათი მხრიდან, რაც თქვენს ბრაზს, გაღიზიანებას და სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს, მათთან ურთიერთობას გაგიფუჭება კი, ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე.

მშვილდოსანი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ სულსწრაფობა და უყაირათობა, ეგოიზმი და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრი, სერიოზულ უსიამოვნებებს შეგიქმნით როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან დაუფიქრებლად გაცემული დაპირებები, რომელთა შესრულებას ვერ შეძლებთ, მხოლოდ პარტნიორთა გაღიზიანებას, უნდობლობას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. იმოქმედეთ მაქსიმალური სიფრთხილით, აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, მოუსმინეთ გამოცდილ, კომპეტენტურ ადამიანებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ყურადღებით მართეთ ავტომობილი, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

თხის რქა – მეტად დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, რისი მიზეზიც თქვენი სიჯიუტე და უკომპრომისობა იქნება, რადგან არ მოისურვებთ არავის მოსმენას და თქვენთან მოლაპარაკებაც შეუძლებელი გახდება. გამოიჩინეთ თავშეკავება და დიპლომატია, რადგან სიჯიუტით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით, პარტნიორთა ნდობას დაკარგავთ და გარკვეულ იზოლაციაშიც მოექცევით. თუმცა, მაინც არ ღირს ზედმეტად საკუთარი თავის გაკიცხვა და შეცდომებზე ფიქრი, რათა არ გამოგეპაროთ გააქტიურებული კონკურენტები, რომლებიც არაფერს დაგითმობენ და მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. იმოქმედეთ ფრთხილად და მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს, ვინც სირთულეების მეტ-ნაკლებად მსუბუქად დაძლევაში დაგეხმარებიან.

მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ არასტაბილური ემოციური მდგომარეობა საკუთარ თავში ჩაძიებას, ნაკლოვანებების მოძოიებას და ცვლილებების განხორციელებას გაიძულებთ, მოერიდეთ აქტიურ მოქმედებას და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. არ ღირს ბინის შეცვლა და ახალი სამსახურის დაწყება, მეგობრების და ნათესავების მხარდაჭერის იმედზე ყოფნა, რადგან მათი უარი მხოლოდ კონფლიქტების და უსიამოვნებების მიზეზი გახდება.

თევზები – რთული, საკმაოდ ნეგატიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, ძველი, გადაუჭრელი პრობლემები კი, სწორედ ახლა შეგახსენებენ თავს და კოლეგებთან კონფლიქტში ჩაბმასაც გაიძულებენ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რათა არ დაამძიმოთ გარშემომყოფებთან ისედაც რთული ურთიერთობა. ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსების მიმართ და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება.

 

გეომაგნიტური დღეები – 10, 11, 14 და 16 ივნისი.

 

 

 

მსგავსი თემები