LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთის (5-11 ნოემბერი)

435

მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთის.

7 ნოემბერს – ახალმთვარეობას ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებული ყურადღების, სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რადგან კოსმიური გამოცდის დღე საკმაოდ მძიმე იქნება ყველასთვის. მოიმატებს პრობლემები და სირთულეები, ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ არ ღირს გარისკვა, ახალი პროექტების დაგეგმვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება.

ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, მიმდინარე მოვლენების შეცვლის სურვილი გააქტიურებას გაიძულებთ, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირთვა და გარისკვა, რადგან ვერ შეძლებთ შეცდომებისგან თავის დაღწევას. ამასთანავე, მოგიწევთ ვალების გასტუმრება და ძველი ვალდებულებების შესრულება, მეგობრების და ახლობლების პრობლემების მოგვარება, რაც ხელს შეგიშლით საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, კვირის მეორე ნახევარში, სავსემთვარეობის შემდეგ მაინც მოგეცემათ მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების, საინტერესო შეხვედრების გამართვის და გარკვეული იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა.

კურო – ნაკლებად სასიკეთო 7 ნოემბრის გამოკლებით, საკმაოდ დინამიური და საინტერესო კვირაა. გაძლიერდებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ არ ღირს ყველაფერს ერთდროულად შეჭიდება. მთავარია, ზუსტად განსაზღვროდ საკუთარი სურვილები და სწორად დასახოთ გეგმა, იმოქმედეთ ფრთხილად, წინდახედულად და კარგად გაიაზრეთ ნებისმიერი მოქმედება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პროფესიული წარმატების მიღწევას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვა შემთხვევაში კი, მხოლოდ ფუჭად დახარჯავთ დროს, ფინანსებს და ენერგიას.

ტყუპები – სტაბილური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე  გაგიჭირდებათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მაგრამ თუ შეინარჩუნებთ სიფრთხილეს, იმოქმედებთ მშვიდად, თავშეკავებით და ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, მაშინ კვირა საკმაოდ შედეგიანი იქნება. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დამყარებლად და მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებლად, კოლექტიური საქმიანობისა და თანამოაზრეების მოსაძიებლად, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში.

კირჩხიბი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე წყლიის სტიქიის მონათესავე ზოდიაქოს ნიშანში – მორიელშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, საკუთარი იდეებით  კოლეგების დაინტერესებას და ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული მოიძიოთ გავლენიანი სპონსორები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ იდეების განხორციელებაში.

ლომი – ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართლია, მიიღებთ მეგობართა და კოლეგათა მხარდაჭერას, რაც დროული და მეტად მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მოგიწევთ მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა, რათა სიზარმაცის, მოჭარბებული ეგოიზმისა და ამბიციების წყალობით არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით მძიმე იქნება 7 ნოემბერი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, ზედმეტად გადაიღლებით, გაღიზიანდებით და ვერ შეძლებთ საღად, ობიექტურად აზროვნებას, სულსწრაფობა და უყაირათობა კი, დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ქალწული – ენერგეტიკულად მძიმე სავსემთვარეობის გამოკლებით, სასიკეთო და მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა და პრაგმატულად აზროვნების უნარი. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ახალი იდეების ჩამოყალიბებლად და მათ განსახორციელებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხანმოკლე შვებულების მოსაწყობად, თუმცა არ ღირს ხანგრძლივ, შორეულ მოგზაურობაში გამგზავრება.

სასწორი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ინტუიციის წყალობით, მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას, გააფართოვებთ გავლენის სფეროებს და შეძლებთ ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას. კარგი პერიოდია ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, შესაძლოა აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, თუმცა არ ღირს ახალ სასიყვარულო თავგადასავლებში ჩაბმა, რომელიც აუცილებლად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ სავსემთვარეობის დღეს, როცა გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება და საჭირო ცვლილებების განხორციელება.

მორიელი – კვირის ფავორიტი სწორედ თქვენ ბრძანდებით, რადგან მზე ახლა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნოთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ინტუცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ რთული პრობლემების მარტივად დაძლევაში. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისა და მატერიალური სტაბილურობის მოსაპოვებლად, გავლენის სფეროს გასაფართოვებლად და ავტორიტეტის ასამაღლებლად, ოჯახის წევრებსა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, თუმცა 23 ნოემბრამდე არ ღირს ოჯახის შექმნაზე ფიქრი, რადგან პლანეტა ვენერასა და ურანის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება ნებისმიერი წყვილის ოჯახურ ურთიერთობაზე.

მშვილდოსანი – ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან გააქტიურებეული მტრები და მოშურნეები არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგებს თქვენს ზურგს უკან. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, არაა გამორიცხული უმნიშვნელო უსიამოვნება საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რისი მიზეზიც თქვენი სულსწრაფობა და დაუფიქრებელი მოქმედება გახდება. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, რადგან ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, დროს და ენერგიას კი, ფუჭად დახარჯავთ.

თხის რქა – საკმაოდ დინამიური და ნაყოფიერი კვირაა 7 ნოემბრის გამოკლებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია კოლეგებსა და ოჯახის წევრებთან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, ოპონენტებთან კომპრომისის მოსაძიებლად და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებლად, კოლექტიური საქმიანობისთვის, სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, შინარჩუნოთ სიმშვიდე, გაითვალისწინოთ კომპეტენტური ადამიანების რჩევა და იმოქმედოთ თანამიმდევრულად.

მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ ღირს გადატვირთვა, რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეჭიდება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მით უფრო, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობისას, რადგან მოგიწევთ საკუთარი პოზიციების და ავტორიტეტის დაცვა.  უმჯობესია მიიღოთ მეგობართა დახმარება და სწორედ მათი დახმარებით სცადოთ უსიამოვნებების ეტაპობრივად დაძლევა.

თევზები – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, რთული პრობლემების მარტივად დაძლევას და იდეების განხორციელებას. თუმცა მოჭარბებული ემოციები, რაც პირად ურთიერთობაში გამოგადგებათ, ხელს შეგიშლით საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებასა და სასურველი შედეგის მღწევაში. კარგი პერიოდია ახალი და საინტერესო პროექტების დასაწყებად, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან მოიძიოთ ახალი სამსახური.

 

გეომაგნიტური დღეები – 5, 7, 8 და 9 ნოემბერი. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები