LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: მე გავწირე ჩემი თავი ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს..

153
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მან საკუთარი თავი ქართველი ხალხის დასახმარებლად გაწირა და ხალხი ყველაფერს ხედავს“. მისივე თქმით, „ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ მის გამოსვლებს, რათა ხალისი დაუკარგონ და რამენაირად ცუდი კუთხით გამოაჩინონ“.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, „ნუ შეეცდება 27 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე მისი ხმის დაბლოკვას“.

„27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე.

ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას!

თუ ლეპტოპით არ გამოგდით, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება, რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით.

რატომ ვერ შეძლებთ?

პასუხი მარტივია.იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო.

ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე.

ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე …

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, October 20, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g