LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დღეს არ დაესწრება

195
მიხეილ სააკაშვილი

ნოემბრის საქმეს დღეს სასამართლოში ბრალდებულის გარეშე განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, არ აპირებს. თუმცა, არ არის გამორიცხული გავრცელდეს მისი მორიგი წერილი. ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას ამზადებენ. მათ შორის, ერთ-ერთი, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობას ეხებოდეს.

სასამართლო სხდომა დილის 11 საათზე უნდა დაიწყოს. სწორედ დღეს, საღამოს 6 საათზე იწურება ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმიც. ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში მისი ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

პოპულალურები