LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა ერეკლე დეისაძეს წერილი გაუგზავნა: „ერეკლე, გენიალურო!..“

4943
მთავარზე

ერეკლე დეისაძე მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, სადაც მუსიკოსს გენიალურად მოიხსენიებს.

გთავაზობთ ტექსტს:

„ერეკლე, გენიალურო!.. ვნახე შენი ახალი კლიპი და სრულიად გეთანხმები, საქართველოში შიმშილობა აუცილებლად უნდა დამთავრდეს…“

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა თავისი ახალი ალბომიდან პირველ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი ახლახან გამოაქვეყნა.

განახლება: სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსიკოსმა გადაწყვიტა, რომ ეს წერილი თავად დაეწერა და გამოექვეყნებინა, სავარაუდოდ, საკუთარი ალბომის გასაპიარებლად. თავად მუსიკოსს ტელეფონი აქვს გათიშული და ზარებს არ პასუხობს, შესაბამისად, მასთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა კომენტარებში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი წერილი ერეკლე დეისაძისთვის არ გამოუგზავნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები