LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკი რურკი: „პუტინს კეთილი გული აქვს, მასში ცუდი ბიჭი ვერ დავინახე… ვერ ვიგებ მშვიდობიანი ხალხის ხოცვას…“

299
მიკი რურკი

მიკი რურკი, რომელიც წლების განმავლობაში ხშირად ჩადიოდა რუსეთში და პრეზიდენტ პუტინსაც პირადად იცნობს, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში ამბობს, რომ საინფორმაციო გადაცემებს მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებს, რადგან ეს არის მისი ცხოვრების კოშმარი:

„უკრაინა და რუსეთი ხომ მოძმე ქვეყნებია. მთელ უკრაინაში, მარიუპოლში და სხვაგან ყველაფერი განადგურებულია. რუსეთი ძალიან ძლიერია. ვერ ვიგებ, რაში სჭირდება რუსეთს უკრაინა, თუკი იქ არაფერი დარჩება. უკრაინული არმია განაგრძობს წინააღმდეგობას. ალბათ, რუსებს ეგონათ, რომ ომი ათ დღეში ან რამდენიმე კვირაში დამთავრდებოდა. უკრაინელი ხალხი, არა მხოლოდ ჯარისკაცები, უდიდეს გმირობას იჩენს. მე ვიცი უკრაინელი ბიჭები, რომლებმაც სროლაც არ იციან და ომში წავიდნენ. არავინ, მათ შორის არც მე, რომ ზელენსკი ასეთი მაგარი აღმოჩნდებოდა. მას არ სურს დანებება. მგონია, რუსეთი უკრაინას იმ შემთხვევაში მოუგებს, თუკი იქ ყველას მოკლავს – ერთი კაციც რომ დარჩეს იარაღით ხელში, ის მოკვდება და არაფრით დანებდება. თუკი ისინი არ დანებდებიან, მილიონობით ადამიანი დაიღუპება. ჩემი საუკეთესო მეგობარი დიმაა, რომელიც აგერ ზის და რვა წელია ვმეგობრობთ. სულ მგონია, რომ ერთ ღამეს კარზე დამიკაკუნებს. ვიცი, რომ უკრაინაში 8-9 ნათესავი ჰყავს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვიდეს და მითხრას, რომ მოუკლეს ძმა, ან და, ან 80 წლის ბებია. ამით ცხოვრება ყოველ დღე უფრო რთულია. არანაირი ნორმები და წესები არ მოქმედებს. გავიგე, რომ ომი ომია, მაგრამ ვერ ვიგებ მშვიდობიანი ხალხის ხოცვას. დარწმუნებული ვარ, ვინც იქ რუსეთისთვის იბრძვის, სულაც არ უნდა უკრაინელების დახოცვა. იმ უკრაინელების, რომელთაც არ ჰყავთ დიდი არმია…“

აღსანიშნავია, რომ მიკი რურკი ვლადიმერ პუტინთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომამდე იმყოფებოდა მძიმედ დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ქსენია სობჩაკთან ომამდელ ინტერვიუში მიკი რურკი აღნიშნავდა, რომ „მას ნამდვილად კეთილი გული აქვს და მიმიფურთხებია, რას ლაპარაკობენ მასზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ ყველასგან ცუდ ბიჭს ძერწავენ. მე პუტინში ცუდი ბიჭი ვერ დავინახე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები