LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა“ – BBC სტატიას აქვეყნებს სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული

329
Untitled design (3)

გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება BBC მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემის შესახებ აქვეყნებს საგამოძიებო სტატიას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ყოფილი თავდაცვის მინისტრი – დავით კეზერაშვილია.

სტატიაში – „მილიარდდოლარიანი თაღლითები, რომლებიც ცხოვრების მანძილზე შექმნილ დანაზოგს“ მოიპარავენ – აღწერილია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, აღნიშნული სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

საგამოძიებო სტატიაში ვკითხულობთ, რომ თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის მიღებას „იოლი გზებით“ სთავაზობდნენ, საბოლოოდ კი მათგან საკრედიტო ბარათების მონაცემებს იგებდნენ და მოქალაქეებს ძარცვავდნენ.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში 152 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის კი არის Solo Capitals.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ თაღლითების ქსელის გაშიფვრაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს, და ეს ქსელი სამართალდამცველებისთვის მილტონის ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი.

BBC წერს, რომ საგამოძიებო მასალაზე მუშაობის დროს, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად დაიწყეს, ხოლო ამ პროცესში 5 პირი გამოიკვეთა – რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, დავით თოდუა, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, ისინი Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად სახელდებოდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოთხი მათგანი „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც აღმოაჩინეს. საგამოძიებო სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ პირების დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.

„დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი დაუსწრებლად გაასამართლეს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ევროზე მეტი გაფლანგვისთვის. ის ამ დროს ლონდონში ცხოვრობდა, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ არ დააკმაყოფილა.

მილტონის ჯგუფის საქმეში, არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და ასევე არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებთან.

მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე მასალაში ვკითხულობთ, რომ დავით კეზერაშვილი ფლობს საოფისე შენობას კიევში და რომ შენობაში განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ ფირმებს, რომლების ოფისებიც პოლიციამ ნოემბერში გაჩხრიკა.

„BBC-ს ჟურნალისტები ლონდონში მდებარე კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეში მივიდნენ, მან საკუთარი ადვოკატების მეშვეობით  კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან“, – ვკითხულობთ სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g