LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ…” – შატილში გადასახლებული წყვილი, რომელიც ემიგრაციაში მიდის კრიტიკოსებს პასუხობს

546
წყვილიშატილიდან

გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლისა და მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რის წყვილს საზოგადოება უკვე იცნობს. ისინი შატილში გადასახლდნენ და იქ წარმოედგინათ მომავალი ცხოვრების მოწყობა. თუმცა კომუნიკაციების და ელემენტარული პირობების არ არსებობა, გარე სამყაროსგან მოწყვეტა და მთაში არსებული სხვა გაუსაძლისი პირობები მათ ემიგრაციაში წასვლას აიძულებს.

წყვილის გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკულად შეხვდა. სწორედ ამ ნაწილს პასუხობს გიორგი ჭინჭარაული გამოქვეყნებული პოსტით.

“მინ­და ბოლო დროს, ჩემი და მარ­გა­რე­ტის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ დრა­მა­ზე გი­თხრათ, ერთი-ორი სი­ტყვა(ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას ვგუ­ლის­ხმობ).უამ­რა­ვი აზრი გაჟ­ღერ­და, რომ უნდა დავ­რჩეთ, შეგ­ვე­შინ­და და გავ­რბი­ვართ, “ვერ გავ­ქა­ჩეთ“, “ღმერ­თო ეს რა უბე­დუ­რე­ბაა” და ა.შ.

ძი­რი­თა­დად მე­სი­ჯე­ბი იყო ემო­ცი­უ­რი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი. ხოდა, ცოტა არ იყოს და­ვი­ღა­ლე ამ პო­ე­ზი­ით და მინ­და გი­თხრათ, რომ რე­ა­ლის­ტე­ბი ვი­ყოთ და ნუ გვი­ყუ­რებთ რო­გორც ფილ­მის გმი­რებს, ან მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტებს. ჩვე­ნი წას­ვლა კი არაა ტრა­გე­დია, ბოლო სამ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ასი ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ოჯა­ხი­დან, ორი და ორზე მეტი წევ­რი ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც მათ შო­რის ვიქ­ნე­ბით, მა­შინ როცა მტე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე კომ­ფორ­ტს იქ­მნის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ისე გვი­ყუ­რე­ბენ რო­გორც ეგ­ზო­ტი­კურ სა­სა­ცი­ლო არ­სე­ბებს, რომ­ლებ­საც გემ­რი­ე­ლი ხინ­კლის მოხ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

ტრა­გე­დია არაა დამ­დგა­რი შე­დე­გი რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს გვინ­და წას­ვლა, გან­ვი­თა­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, მო­წეს­რი­გე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ტრა­გე­დია არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­დის გვექ­ნე­ბა.

ტრა­გე­დი­აა, რომ მო­რა­ლუ­რად იმ­დე­ნად დავ­ბე­ჩავ­დით და და­ბა­ლი სტან­დარ­ტე­ბი გვაქვს, რომ საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ელი­ტე­ბის სი­თავ­ხე­დეს მო­წი­წე­ბით ვყლა­პავთ და მათ ნე­ბის­მი­ერ ყალბ, უგე­მოვ­ნო პო­პუ­ლიზმს ხბოს აღ­ტა­ცე­ბით ვე­გე­ბე­ბით. ტრა­გე­დი­აა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ნაც­ვლად, რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ფე­ო­და­ლიზ­მის და დე­მა­გო­გი­ის ნა­ზა­ვი გვაქვს. ტრა­გე­დი­აა, რომ პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა არ გვაქვს მა­სი­უ­რად ყვე­ლას.

ისევ უდაბ­ნო­ში და­ვე­ხე­ტე­ბით და “40 წელი” ვერ შეგ­ვის­რულ­და. ვერ გა­და­ი­რე­ცხა ქარ­თვე­ლე­ბის გო­ნე­ბი­დან მტკივ­ნე­უ­ლი საბ­ჭო­თა დამ­ღა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ ვი­ყო­ფით “კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად” და ნაც­რის­ფერ მა­სად. ვი­საც წას­ვლა გვინ­და, ყვე­ლას არ გვაქვს საკ­ვე­ბის, სას­მე­ლის, ან ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა პი­რა­მი­და­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც, სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა ბევ­რი გულ­წრფე­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს გუ­ლუბ­რყვი­ლო კე­თი­ლის მსურ­ვე­ლის კო­მენ­ტა­რი თით­ქოს სა­ნამ ჭინ­ჭა­რი იზ­რდე­ბა კლდე­ებ­ზე არა­ფე­რი გვი­ჭირს და ხმელ პურ­ზეც იო­ლად გა­ვალთ.

“არ გავცვლი სალ­სა კლდე­ებ­სა” კარ­გი ლექ­სია, თუმ­ცა ის მა­ინც ლექ­სია და ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ი­დე­ა­ლე­ბა მო­მა­ვალს ვერ მოგ­ვცემს. ყვე­ლა­ფე­რი მო­ვით­მი­ნოთ და “რა­ღა­ცა იქ­ნე­ბა” არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის­თვის სა­შინ­ლად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იდეა.

ვე­რა­ვინ გვე­ტყვის, რომ რა­მის შეგ­ვე­შინ­და. მე-4-ე წე­ლია სა­ჯა­როდ ვამ­ბობ სათ­ქმელს და არც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის შემ­ში­ნე­ბია და არც გა­და­სახ­ლე­ბის. ჩვენ რომ აქ ვცხოვ­რობთ ეს გმი­რო­ბა არაა, იმი­ტომ, რომ აქ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით ვართ, გვიყ­ვარს ხევ­სუ­რე­თი, აქ ვართ კომ­ფორ­ტუ­ლად და სწო­რედ ეს არ გვხდის გმი­რე­ბად”, – წერს ჭინჭარაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g