თუ პალიტრაში არსებული და არარსებული ყველა ფერის ერთდროულად ნახვა გსურთ, რაჭაში სამოგზაუროდ შემოდგომა იდეალური დროა. საქართველოს ამ ულამაზესი და ისტორიული მთიანი მხარის ნახვა შემოდგომაზე ტურისტებსაც და ადგილობრივებსაც უამრავ დადებით ემოციას ჰგვრის.
ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ფეხს დადგამთ რაჭაში, შინ მხოლოდ მისი ხელმეორედ ნახვის სურვილს წამოიღებთ.
სანამ ამ ზღაპრულ ადგილს ეწვევით, მანამდე შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ატვირთული ულამაზესი კადრებით დატკბეთ.
ამ საოცარი კუთხის ამსახველი შთამბეჭდავი ფოტოები ფეისბუქის მომხმარებელმა Ekaterine Kolbaia გაავრცელა.
ფოტოები ზურა ქართველიშვილს ეკუთვნის.