LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივმართო, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გარეთ არ გავიდნენ“ – რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთს

190
სტიქია სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გასულ ღამეს 966 კერძო საცხოვრებელი სახლი, 38 საცხოვრებელი კორპუსი, ორი ამბულატორიის შენობა, ხუთი საბავშვო ბაღი, ხუთი საჯარო სკოლა და 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა.

გეგუჩია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გარეთ არ გავიდნენ, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე დარეკონ.

„გასული ღამე არ იყოს ჩვენთვის მარტივი, უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რა რაოდენობის ზარალი მოგვაყენა სტიქიამ. სტიქიურმა მოვლენებმა მუნიციპალიტეტებში გამოიწვია სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის, სამი საჯარო სკოლის დარბაზისა და 20 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

რომელ საავტომობილო გზებზეა გადაადგილება აკრძალული და სად მოისხნა შეზღუდვა - ბოლო ცნობები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობა. გვიან ღამით აბაშაში, სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში.

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივმართო, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ. ასევე, თუ ვინმეს სჭირდება ჩვენი დახმარება, დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.“ – განაცხადა გიორგი გეგუჩიამ.

„ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ყინვამ ცოტა მოიმატოს, მათ შორის, თბილისშიც“ – როდის გამოიდარებს და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g