LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ცაგარელი: „სექტემბერში სიტუაცია ცოტა დაიძაბება, ეს ერთგვარი რეპეტიციაა იმ სირთულეებისა, რაც გველის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში“

489
cagarelimisha2021

მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცლად მიმოიხილავს ახალი 2021 წლის მოსალოდნელ სირთულეებს და აღნიშნავს, რომ დაძაბული წლის მეორე ნახევარი გველოდება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„სექტემბერში 12-18 რიცხვების შუალედში სიტუაცია ცოტა დაიძაბება. ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება იმ სირთულეებისა, რომლებიც ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბერში გველის.

დედამიწა ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის თვეში დაპირისპირებული კოსმიური ენერგიების ზეგავლენის ქვეშ მოექცევა, რამაც შესაძლოა, სერიოზული ტექნოლოგიური კატასტროფები, ავარიები გამოიწვიოს. მოიმატებს ადამიანებს შორის დაძაბულობა და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები.

ოქტომბრის ბოლოდან მოსალოდნელია პრობლემების გამძაფრება ეკონომიკასა და მცირე ბიზნესში, არ არის გამორიცხული პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა. ამ მხრივ მეტად დაძაბული იქნება 4-15 და 22-29 ოქტომბერი, 2-17 ნოემბერი და 7-20 დეკემბერი, როცა მეტად იჩენს თავს კონფლიქტები, კატასტროფები, ხანძრები. დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი სავალუტო სფეროში. დაძაბულობა კი, საზოგადოებრივი მღელვარების კულმინაციის ფონზე, შესაძლოა, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი გახდეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები