LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

95
1

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ციხესთან შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება:

“ხვალ უნდა ვიყოთ უფრო მეტნი, ზეგ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტნი, პარასკევს კიდევ უფრო მეტნი და, საბოლოო ჯამში, აქ მოიყრის თავს სრულიად საქართველო და მოვითხოვთ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. მიშა სააკაშვილის ლანდისაც ეშინია ხელისუფლებას… ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.

მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო! მე მინდა იცოდე, რომ შენ არ ხარ მარტო და შენს გვერდით არის ყველა პატრიოტი.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსნებთ ამ წუთებში აქცია იმართება ბათუმშიც.

საპროტესტო აქციებისკენ სვლას ვაპირებთ, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს: მელია

პოპულარულები