LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

203
მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა.

მოსამართლემ იკითხა, საიდან ჰქონდა ბრალდებულს ასეთი სოლიდური თანხა. დარბაზიდან კი ძალადობაში ბრალდებულის მხარდამჭერებისგან გაისმა, რომ “გულშემატკივრები შეუგროვებდნენ”.

მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

“ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“ – მიშა მშვილდაძე 

„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები