LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

196
Untitled design

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა“.

„რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.

„ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.

პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს. ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს.

მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემით ირჩევს. პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი 13 იანვრიდან გამოაცხადა. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ს: გამოდით და გვითხარით, რას აპირებთ? სალომე ზურაბიშვილს ვეხვეწებით შეიწყალოს მიშა, მაშინ, როდესაც თავად არაფერს ვაკეთებთ, რომ ამ კაცის სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები