LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება, რისთვის უნდა ჩამოვიდეს, ციხეში უნდა ჩაჯდეს?: მეგრელიშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

61
ვახტანგ მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, პარტია “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმიანება.

შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ – მეც წინასწარ ჩამოვალ საქართველოში და პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები: მიხეილ სააკაშვილი

მისი განცხადებით, მას უნდა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს პროვოკაციული ჩამოსვლა, რომელიც პოლიტიკურ გარემოზე იქონიებს გავლენას.

“მინდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ დროს ჩამოვიდეს, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ გარემოზე. მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს ჩამოვდივარო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოდის. მინდა, ჩამოვიდეს, მაგრამ ისე, რომ ეს არ იყოს პროვოკაციული ჩამოსვლა. ჩვენი საზოგადოება მომზადებული იყოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებისთვის და ამან არ იქონიოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. მგონი, ახლა მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება და სავარაუდოდ, დაიჭერენ. მგონია, დაიჭერენ და არ უნდა ჩამოვიდეს. როცა საზოგადოება დავლაგდებით და სისხლის სამართლის საქმეები არ ეკიდება სხვადასხვა ადამიანის კისერზე, მაშინ შეიძლება ჩამოვიდეს. რისთვის უნდა ჩამოვიდეს, ციხეში უნდა ჩაჯდეს?!”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები