LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი განცხადებები ჰომოფობიური და დისკრიმინაციულია” -აქცია სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით

51742034_2183665088338730_6850599877957648384_n

10 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა ბავშვის უფლებების კოდექსის განხილვას, სოფო კილაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობისთვის.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წევრების ანა აბაშიძისა და ანა არგანაშვილის მისამართით.

“მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ, ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. საჯარო გამოსვლებსა თუ დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია შეიცავს სიძულვილის ენას, რაც საზოგადოებისთვის სიძულვილის წამახალისებელი ხდება. მიგვაჩნია, რომ სოფიო კილაძის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა, საჯარო განცხადებები და პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მოძრაობები, უმცირესობათა წარმომადგენლები, აქტივისტები და უფლებადამცველები მოვითხოვთ, გადადგეს სოფიო კილაძე!,“-ნათქვამია განცხადებაში.

მოთხოვნას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

1. „თანასწორობის მოძრაობა“;

2. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“;

3. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;

4. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“;

5. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“;

6. „საფარი“;

7. „მწვანე ალტერნატივა“;

8. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“;

9. „ქალთა მოძრაობა“; 10. „ქალთა მზერა“;

11. სამოქალაქო აქტივისტი დავით სუბელიანი.

 

ფოტო: ლიბერალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები