LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენში ქალებს ღამით მგზავრობისას ხარჯებს ნაწილობრივ დაუფინანსებენ – რა კუპონს მიიღებენ მსურველები

182
მიუნხენი

მიუნხენის მთავრობის გადაწყვეტილება და ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება ქალებს – გერმანიის ქალაქში ღამით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ქალებს ტრანსპორტის ხარჯებს ნაწილობრივ ხელისუფლება აუნაზღაურებს.

გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა ძალაშია.

ნებისმიერ ქალს, მათ შორის უცხოელებს, შეუძლია დაუკავშირდეს მერიის საინფორმაციო ცენტრს ან საჯარო მომსახურების ცენტრებს და მოითხოვოს სპეციალური კუპონი. ერთდროულად სამი კუპონის მიღება არის შესაძლებელი, ერთი მგზავრობისთვის კი ერთის გამოყენება.

ფასდაკლება 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მხოლოდ სახლის, სასტუმროს ან ჰოსტელის მიმართულებით მოქმედებს. კლუბებსა და რესტორნებში გასამგზავრებლად კუპონები არ იმოქმედებს.

ამ ყველაფრისთვის მიუნხენის მერიმა ერთი მილიონი გამოყო. თუ 6 თვის შემდეგ ნახავენ, რომ პროგრამამ გაამართლა, ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ასეთივე პროექტი გერმანიის კიდევ ორ ქალაქში, მიუნსტერში და ჰალეში მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები