LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად, თუ შენ არ მოინდომე, თუ არ იშრომე…“ – ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებითა და ლექსით ულოცავს

666
fot (2)

ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს, ნატალის დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„ნატალი, შვილო!

გილოცავ დაბადების დღეს…

იცი, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად, თუ შენ არ მოინდომე, თუ არ იშრომე…

ამიტომ, მინდა, მოგილოცო ისეთი დაბადების დღე, რომ ჩემთვისაც ღირსეული იყოს, შენთვისაც და შენი ქვეყნისთვისაც…“- წერს პოეტი და შვილიშვილს ლექსსაც უძღვნის.

(ნატალის ჩემს შვილისშვილს)

„ცით ნათლად ჩამოტანილო

მთებს დაფენილო ცვარო,

ჩემო ლურჯთვალა ყვავილო

ჩემო მზისფერო ქალო.

შენ ჩაგანაცვლებ ტკივილებს

ნიავს ვაყოლებ ღიღინს,

გამათბე შენი ჭირიმე

მიღირს სიცოცხლე მიღირს.

ო, რა ლამაზი დარია

შენ რომ ღიმილით მხვდები,

გამათბე ჭია მაია

შენი პატარა ფრთებით

ციური მადლი მოჰფინე

ჩემს ჩამობინდულ იებს

მიყვარხარ!-არ მამყოფინო,

მიყვარხარ!-ძლიერ ძლიერ.

ცით ნათლად ჩამოტანილო,

მთებს დაფენილო ცვარო,

ჩემო ლურჯთვალა ყვავილო

ჩემო მზისფერო ქალო.

დიდი სიყვარულით პაპა,“ – წერს ტარიელ ხარხელაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g