LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მხურვალე კოცნა და ცეკვა” – ვიდეოკადრები ქეთა თოფურიას ქორწილიდან

26795
BeFunky-collage (8)

ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე სულ ახლახან იქორწინა. მოკრძალებული ქორწილის ფოტოები მომღერალმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, რასაც ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მოყვა.

პანდემიის გამო სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. რა თქმა უნდა, ქორწილში იყვნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, მათ შორის ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

ნეფე ტრადიციულ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ქეთამ კი თეთრი დეკოლტირებული ტანზე მომდგარი თეთრი კაბა მოირგო და როგორც მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, ორსული ქეთა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

 

 

ქეთას და ლევ დენგოვს პირველი საერთო შვილი რამდენიმე კვირაში ეყოლებათ. მომღერალმა ფანებს სიახლე ახალი სიმღერა ჩაწერის დროს გაუმხილა, მაშინ როდესაც კლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება.

გულანთებული ფანების მიერ შექმნილ სოციალურ ქსელებში ქეთას ქორწილის აქამდე უცნობი ფოტო და ვიდეოკადრები ვრცელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები