LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელები მისი სახელით მწერდნენ.. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!“ – რას ჰყვება კახეთში მოკლული 25 წლის ბიჭის ემიგრანტი დედა

286
Untitled design (4)

მიმდინარე წლის 18 იანვარს გაუჩინარებული 25 წლის გიორგი მირზაშვილის ცხედარს, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ მიაკვლიეს.

რუსთავში მცხოვრებ გიორგი მირზაშვილს ახლობლები, მეგობრები და სამართალდამცველები ყველგან ეძებდნენ, საბოლოოდ კი მის დასახიჩრებულ ცხედარს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მიაკვლიეს.

25 წლის ახალგაზრდა ვენახებში, ჭაში დამარხული ნახეს, მას სხეული ქვებით ჰქონდა დაფარული.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა, ერთ-ერთი მათგანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, მათი ნაცნობი გიორგი მირზაშვილი ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში წაიყვანეს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.

25 წლის მამაკაცის მკვლელობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა „კურიერი P.S.“ – მა, სადაც აღნიშნული, მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ.

„კურიერი P.S.“ დაუკავშირდა მოკლული გიორგი მირზაშვილის დედას, რომელიც წლებია ემიგრაციაშია და ისრაელში ცხოვრობს. თაკო მირზაშვილი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ, მკვლელები მისი შვილების სახელით სწერდნენ:

„მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესინჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და, რეალურად, მკვლელები მისი სახელით მწერდნენ.

ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, გიორგის ძებნა რომ არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ქალაქში ხედავდნენ.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!“. – უთხრა „კურიერი P.S.“-ს მოკლული ბიჭის დედამ.

ცნობისათვის, თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ახალგაზრდა, რომელიც ოჯახს ოთხი თვე მონასტერში ეგონა, მოკლული იპოვეს!

ახალგაზრდა, რომელიც ოჯახს ოთხი თვე მონასტერში ეგონა, მოკლული იპოვეს! – სასტიკი დანაშაულის დეტალები!

Posted by კურიერი • P.S. on კვირა, 28 მაისი, 2023

 

შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები