LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა, მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს და პოლიცია გამოიძახეს” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

444
untitled-design

ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ღამე ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სავარაუდოდ ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ქუთაისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები