LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლევრებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ადამიანს ცუდი მოგონებების დავიწყებაში დაეხმარება

135
cilanews

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ცილა, რომელიც შესაძლოა მეხსიერების შესაცვლელად იქნეს გამოყენებული და მისი საშუალებით ადამიანებმა ცუდი ემოციებისა და მოგონებების დავიწყება შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი მოგონებები იყოფა ორ კატეგორიად. პირველი, ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული მეხსიერება, მაგალითად სახელები, ადგილები/მოვლენები და ა.შ. მეორეა ინსტინქტური მეხსიერება, როგორიცაა ემოციები ან უნარები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინსტინქტური მოგონებების შეცვლა შეუძლებელი სულაც არ არის.

ახალი კვლევის თანახმად, რომლის ჩატარების საბოლოო მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, ვინც პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომით (PTSD) იტანჯებიან, ცუდი მოგონებების დავიწყებაში შესაძლოა კონკრეტული ცილა დაგვეხმაროს. აღნიშნული ცილა იმ რეცეპტორების მხარდამჭერია, რომლებიც განსაზღვრავენ სხვადასხვა ნეირონებს შორის კავშირის სიძლიერის დონეს და შესაბამისად შეუძლიათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა მეხსიერების შეცვლა ბეტა-ბლოკატორ პროპრანოლოლის გამოყენებით.

კვლევა უჩვენებს, რომ თუ კონკრეტული ცილა დეგრადირდება, მოგონებები იცვლება. თუმცა, მეცნიერებს ჯერ არ აქვთ სრული პასუხი კითხვაზე, უშუალოდ არის თუ არა ცილის დეგრადირებაზე დამოკიდებული მოგონებების შეცვლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ცხოველებზე პროპრანოლოლი ჯერ კიდევ 2004 წელს გამოიყენეს და მათ გარკვეული მოგონებები “წაუშალეს”, თუმცა შედეგების გამეორება ძნელი აღმოჩნდა.

წამყვანი მკვლევრის, დოქტორ ემი მილტონის განცხადებით, ცხოველებში ნაჩვენები შედეგები დამაიმედებელია და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ტვინი ბევრად უფრო კომპლექსურია.

მილტონი ამბობს იმასაც, რომ დროსთან ერთად პასუხი გაეცემა ძალიან საინტერესო კითხვებს და თუ მეცნიერები შეძლებენ ყველა იმ ფაქტორის აღმოჩენას, რომლებიც ცხოველებში ხელს უწყობს მეხსიერების შეცვლას, აქედან უკვე ერთი ნაბიჯი იქნება იქამდე, რომ თერაპია ადამიანზეც წარმატებული იყოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები