LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს დავანახოთ, რომ ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას: დავით ზალკალიანი

28
ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს დავანახოთ, რომ ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ მათ დავანახოთ ის სიკეთეები, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო ლიბერალიზაციას მოაქვს“.

“მე დღეს წარვადგინე საგარეო პოლიტიკის 10 პრიორიტეტული მიმართულება 10-წლიან კონტექსტში და ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც საგარეო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დღევანდელ გლობალურად ცვალებად მსოფლიოში გახლავთ სწრაფი რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც არის ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე ჩვენი 10 ძირითადი პრიორიტეტი მორგებულია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ჩვენ გვაქვს 3-წლიანი სტრატეგია, რომელიც არის მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი, რომელიც უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მაგრამ აუცილებელია, რომ 10-წლიან პერსპექტივაში კიდევ უფრო იყოს განვრცობილი ის მიზნები და ამოცანები, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკის პრიორიტეტების საბოლოო შესრულებასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები