გუშინ, 27 ივნისს, სოციალურმა ქსელმა მოიცვა კონტროლიორისთვის გადაღებული ფოტო, რომელიც ფეისბუკ მომხმარებელმა ნინი გაჩეჩილაძემ გაავრცელა. ფოტოს თან ახლდა პოსტი, რომელშიც გაჩეჩილაძე წერდა, რომ აღნიშნულმა კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, რომელიც ამბობდა, რომ „კათარზისში“ აგვიანდებოდა, ბილეთის ფული არ ჰქონდა და მშიერი დარჩებოდა სამ საათამდე თუ ვერ მივიდოდა.
ამ პოსტის გავრცელებიდან მალევე, ინცინდენტში დადანაშაულებულმა ქალმა, დიანა კვიციანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვრცელი პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„მოქალაქე, რომელზედაც არის საუბარი, მე არ დამიჯარიმებია. მოქალაქე იყო არა 80 – ის, არამედ 72 წლის. მოქალაქემ წარმოგვიდგინა არა სოციალური, არამედ საპენსიო სამგზავრო ბარათი, რითაც ვერანაირად ვერ დაადასტურებდა თავის სოციალურად დაუცველობას. მოქალაქემ იმ კონტროლიორს, რომელიც მას აჯარიმებდა, დაარტყა მუშტები და ხელიდან წაართვა ფურცლები, რომელზეც ჩვენი შიდა განაწესის მუხლები გვქონდა დატანილი. არასოდეს და არც გუშინ, მე 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია, თუმცა ამას კანონი არც კრძალავს“, – დაწერა დიანა კვიციანმა.
ჩემო მეგობრებო, მტრებო და მოყვარეებო.
მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ.
ვინმე ნინი…Posted by დიანა კვიციანი on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023
ამავე პოსტში, დიანა კვიციანმა აღნიშნა, რომ აპირებს, პოსტის ავტორს, ნინი გაჩეჩილაძეს უჩივლოს, რადგან მისი თქმით, არავის აქვს ბულინგისა და ცილისწამების უფლება. აღსანიშნავია, რომ დიანა კვიციანის გამოქვეყნებული განცხადების დროს, თავად ნინი გაჩეჩილაძეს პოსტი ფეისბუკზე უკვე წაშლილი ჰქონდა.
დღეს მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ემოციებს აჰყვა და ძალიან განიცდის, რომ ისიც მოატყუეს.
ნინი გაჩეჩილაძე ასევე ნერვიულობს იმ ფაქტზე, რომ დიანა მის წინააღმდეგ ჩივილს გეგმავს.
„მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი – ასაკოვანი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მგზავრობის ფული არ ჰქონდა და მიდიოდა კათარზისში, რადგან სოცდაუცველი იყო, კონტროლიორმა დააჯარიმა.
დიახ, კანონი კანონია და ის, ნებისმიერმა, ასაკის მიუხედავად, უნდა დავიცვათ.
დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა… იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე – მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა.
სამწუხაროდ, მე არ დამინახავს როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა.
ახლა გავიგე, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ ითამაშა ჩემს (და იქ გარშემო მყოფ სხვა ადამიანების) ემოციებზე. გამოხატვით კი ყველამ სხვადასხვაგავარად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. მე მივედი კონტროლიორთან და ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი. მან მითხრა – სადაც გინდა დაწერე.
ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს აქვს თავისი ემოცია, ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. მაგრამ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხუცმა კონტროლიორს ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია კონტროლიორის გაღიზიანება და სწორიცაა. მეც გავბრაზდები, ვინმემ ხელი რომ მკრას, რომლის შემდეგაც ძნელია მართო ემოცია.კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცოდი ხელი რომ ჰკრა მგზავრმა კონტროლიორს და ასევე, არ ვიცოდი, რომ ქალბატონი სინამდვილეში ბენეფიციარი არ იყო.
ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ის კი არ მადარდებს ხვალ-ზეგ კონტროლიორი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარცელის სეტანას რომ აპირებს, ძალუმად მადარდებს ერთი რამ – ვის შეიძლება ვენდოთ? ვის შეიძლება გამოვესარჩლოთ? ვინ უნდა დავიცვათ? აი, ეს არის ჩემი წუხილი და ის, რომ ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია. მეტიც, დამაფიქრა სხვა დროს რა გავაკეთო, გამოვესარჩლო ადამიანს, თუ გულგრილად გავიარო?
გულგრილობა კი ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, თუმცა, აი, ცხოვრებამ რა მძიმე მაგალითის მომსწრე გამხადა – ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე, განერვიულეთ და რაც მთავარია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ქალი, რომელიც სინამდვილეში თავის მოვალეობას ასრულებდა და მგზავრმა, თავისი ტყუილით წარმოაჩინა ცუდად.
რატომ და როდემდე? ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა ადამიანობა შევინარჩუნოთ? ნუთუ არ შეიძლება მგზავრობის თანხა გადავიხადოთ, რომელიც პენსიონერებისთვის ხუთჯერ მცირეა, ვიდრე არაპენსიონერებისთვის!? დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება და არის ვირტუალური სამყარი – ფეისბუკი, სადაც ნებისმიერ გამოქვეყნებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება (ოფიციალურ განცხადებაში გადის), რატომ გახდა ტყუილი ნორმა?
დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად?
მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი -…
Posted by Nini Gachechiladze on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023
ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან.
მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!“, – წერს ნინი გაჩეჩილაძე.