LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლოდინი არის დამაჯერებელი – ესაა გამარჯვება: კობახიძე

76
BeFunky-collage (5)

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი N195-ე ბაგა-ბაღის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ხმა გამარჯვებულ საქართველოს მისცა.

“დღეს გაიმარჯვებს საქართველო, ამაში ყველანი ვართ დარწმუნებულები. ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და გავაგრძელოთ მომავლისკენ სვლა.

მოლოდინი არის დამაჯერებელი- ესაა გამარჯვება! მაღალი აქტივობაა საარჩევნო უბნებზე და იმედია ასეც გაგრძელდება. მაღალი აქტივობისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღო,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო. როგორც ცესკოში განმარტეს, სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები – ცესკო

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველი დილიდან აქტიურია. მოქალაქეები პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით ელოდებიან რიგს, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

არჩევნები 2020: საარჩევნო უბნებთან რიგია (ფოტოები)

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g