საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც რიგაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა.
„მომხიბვლელი რიგის ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა”, – დაწერა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში იმყოფება, სადაც მან ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შეხვედრა გამართა.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისათვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.