LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკასა და ხუანის ჯადოსნური სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა – ორივე მსახიობის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა

209540
veluri-guli

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ საპნის ოპერებს შორის უდავოდ უნდა გავიხსენოთ 90-იანი წლების მექსიკური მელოდრამა „ველური გული“. ეს გახლავთ ამავე სახელწოდების ცნობილი სერიალის ახლებური ეკრანიზაცია, რომელიც 60-იან წლებში გადიოდა მექსიკის ტელევიზიის ეთერით. 90-იანი წლების პოპულარულ ვერსიაში მთავარ როლებს ედუარდო პალომო და ედიტ გონსალესი ასრულებდნენ. მონიკა და ხუანი, ასე ერქვათ სერიალის მთავარ გმირებს, რომელთა სიყვარულის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა, მათ შორის სერიალების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მაყურებელიც.

სწორედ ამ სერიალმა მოუტანა არნახული პოპულარობა ორ დამწყებ მსახიობს, ედიტ გონსალესსა და ედუარდო პალომოს. სერიალის დასრულების შემდეგ, ისინი ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ყველაზე მოთხოვნადი არტისტები გახდნენ. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ორივე მათგანის ცხოვრება ტრაგიკული გამოდგა, ედუარდო პალომო 41 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. რაც ეხება ედიტ გონსალესს, მის ანგარიშზე კიდევ რამდენიმე პოპულარული როლია, მათ შორის სერიალში „დონა ბარბარა“, რომელმაც გონსალესის პოპულარობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ედიტს 2016 წელს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის 2019 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უბერებელი გაბრიელა სპანიკი – სიყვარულისთვის მებრძოლი „პრისიონერა“ ახალი სერიალით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g