LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმე დაშავებული არავინაა – გომელაური

60
1611851144-202039

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.

„როგორც ვიცი, არიან დაშავებულები. მადლობა ღმერთს, რომ არც მოქალაქეების მხრიდან და არც პოლიციელების მხრიდან, მძიმე დაშავებული ჯერჯერობით, როგორც ინფორმაცია გვაქვს, არავინ არის, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით“.- განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, შს მინისტრი საპატრიარქოს და სასულიერო პირებს დმანისში, კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, მადლობას უხდის.

ხელჩართული დაპირისპირება დმანისში, სადაც ადგილობრივები ერთმანეთს ხელკეტებით, ქვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებით უსწორდებოდნენ, ორი დღე გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g